გიორგი პატარიძე – 29 ივნისს ექიმი მაკა იოსელიანი მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მოინახულებს, რის შემდეგაც დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, დეტალურად გასინჯავს, შემდეგ კი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შედგება შეხვედრა, სადაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგემება, – ამის შესახებ გიორგი პატარიძემ ელენე ხოშტარიას ექიმებთან – მაკა იოსელიანთან და ანა ქავთარაძესთან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 29 ივნისს კვლავ მოხდება მსჯავრდებულის დეტალური გამოკვლევა, რის შემდეგაც მოხდება მკურნალობის ტაქტიკაზე მსჯელობა.
„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მაკა იოსელიანს. გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ორშაბათს ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდგომ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევების და სხვა თანმდევი პროცედურების. როგორც აღვნიშნე, ქალბატონი მაკა დაწესებულებაში შევა ორშაბათს, კვლავ მოხდება მსჯავრდებულის უფრო დეტალური გამოკვლევა. ამის შემდგომ შევიკრიბებით სამედიცინო გუნდდათ ერთად ქალბატონ მაკასთან, გვექნება გასინჯვის შემდგომი განხილვა და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის პროცედურები“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების გათვალისწინებით დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
კითვაზე, შეხვედრის ფარგლებში აჩვენეს თუ არა ექიმებს ელენე ხოშტარიას კადრები, გიორგი პატარიძემ განაცხადა: „მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დამატებითი კომენტარი გავაკეთო“.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხს, როგორც გიორგი პატარიძემ განმარტა, საკითხი მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი მოინახულებს.
„ქალბატონი მაკა შევა ორშაბათს, 14:00 საათზე უკვე იქნება ჩვენთან სამსახურში და სამედიცინო გუნდთან ერთად განვიხილავთ პროცესებს, რომელიც სამომავლოდ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მიმართ. დაველოდოთ, ნუ, გავასწრებთ მოვლენებს“, – აღნიშნა გიორგი პატარიძემ.