გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა #1TVSPORT
გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გიორგი ხარაიშვილისსუმგაითმა“ შინ „თურანთან“ მატჩი 0:1 დათმო. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.

დავით ვოლკოვის და გიორგი პაპუნაშვილისზირა“ საშინაო შეხვედრაში „საბაჰს“ დაუზავდა – 1:1. ორივე ქართველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ პაპუნაშვილი შეცვალეს (66-ე წუთზე), რომელმაც 29-ე წუთზე ანგარიში გახსნა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-7 გოლი ჩაიწერა.

გიორგი პაპუნაშვილს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია, ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ ახლა ფორმაში შედის. ბოლოს გიორგიმ 7 გოლი 2017/2018 წლებში „სარაგოსაში“, ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ სეზონში გაიტანა.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ხარაიშვილის გუნდმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ადგილი გაინაღდა, ხოლო „ზირა“ ვიცე-ჩემპიონი გახდა და კონფერენსლიგაზე ითამაშებს.