გიორგი ნონიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს
გიორგი ნონიაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციებში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საკითხს „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ არის ცალკე პარტია და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციით მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი. შესაბამისად, ჩვენ ვართ სოლიდარულები და ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება აქციებს, ეს არის უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საკითხს და აქციებზე იქნებიან მათი მხარდამჭერები, შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ აქციებზე მონაწილეობას არ იღებს და არც ორგანიზებაში ვმონაწილეობთ. ჩვენ ვართ ცალკე პარტია, მაგრამ სრულად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და მძევალი ამ ხელისუფლების“, – განაცხადა ნონიაშვილმა.

დატოვე კომენტარი