გიორგი ნემსაძე - ევრო 2024-ზე ჩვენი ნაკრების თამაში ყველასათვის ახალი ევროპული გუნდის დაბადებას ნიშნავდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ახალი სეზონის პირველ გადაცემაში განაცხადა, რომ მისი ძველი თანაგუნდელები და ნაცნობები ჩვენი ეროვნული საფეხბურთო გუნდის თამაშით აღტაცებას ვერ მალავენ.
„ესპანეთის და იტალიის კარგი თამაში და წარმატება არ გვიკვირს, რადგან მაღალ დონეზე, დიდი ხანია, სტაბილურად გამოდიან. თუმცა ჩვენი ნაკრების ევრო 2024-ზე წარდგენა და მაღალ დონეზე თამაში ყველასათვის ახალი ევროპული გუნდის დაბადებას ნიშნავდა.
საჯაროდაც ვისმენდით და არაოფიციალური წყაროებიდანაც ვიგებდით, ეს რა გუნდი გყავთო. უცხოეთში ბევრი მეგობარი მყავს და ყველა გაოცებული მირეკავდა. ვინც ფეხბურთშია ჩართული, ყველა მეკითხება, ვინემ საინტერესო ფეხბურთელი ხომ არ გყავთო.
მათ უნდათ ქართველებთან ურთიერთობა, რადგან გუნდებთან და მწვრთნელებთან შეხება აქვთ – ძალიან ბევრია უკვე დაინტერესებული იმ „აფეთქების“ შემდეგ, რაც ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს“.