გიორგი მსხილაძე - ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ცესკო-სთან დაკავშირებით ერთპარტიული გადაწყვეტილება
გიორგი მსხილაძე - ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, როგორ შეიძლება კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ცესკო-სთან დაკავშირებით ერთპარტიული გადაწყვეტილება

პარლამენტმა, სამწუხაროდ არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მისი არაპროფესიული წევრების არჩევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით შემოთავაზებული იყო კომპრომისული ვარიანტი, სადაც, ორი მესამედის ნაცვლად, ხმების რაოდენობა დადიოდა სამ მეხუთედამდე, რისი პრეცედენტიც საქართველოს პარლამენტში უკვე იყო.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და ვერანაირი დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ როგორ შეიძლება, კომპრომისული გადაწყვეტილება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ერთპარტიული გადაწყვეტილება და დანიშვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, როცა ვენეციის კომისიის დასკვნაც და ასევე შუალედური ანგარიშიც ევროკომისიის მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ეს შეიძლება, შემაფერხებელი გარემოება ყოფილიყო იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს“, – განაცხადა მსხილაძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.