გიორგი მშვენიერაძე - შალვა თადუმაძე არ აცლიდა ადამიანებს კითხვის დასმას, აწყვეტინებდა, ერთვებოდა დისკუსიაში, რაც არ არის ის ქცევა, რომელიც მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს
გიორგი მშვენიერაძე - შალვა თადუმაძე არ აცლიდა ადამიანებს კითხვის დასმას, აწყვეტინებდა, ერთვებოდა დისკუსიაში, რაც არ არის ის ქცევა, რომელიც მოსამართლეს უნდა ახასიათებდეს

შალვა თადუმაძე არ აცლიდა ადამიანებს კითხვის დასმას, აწყვეტინებდა, ერთვებოდა დისკუსიაში, რაც არ არის ნამდვილად ის ქცევა, რომელიც უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

„დღევანდელი გასაუბრება რამდენიმე ნაწილს მოიცავდა, განსაკუთრებით მძიმე იყო პირველი ნაწილი, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ ნაწილთან და ბევრი შეკითხვა ისმოდა ბატონი თადუმაძის დიპლომის სინამდვილესთან დაკავშირებით. კითხვები, რომელიც საზოგადოებაში იყო არათუ პასუხგაცემული დარჩა და ნათელი მოეფინა, რასთან შეიძლება გვქონოდა საქმე, ეს კიდევ უფრო გამძაფრდა და განსაკუთრებით გაურკვეველი იყო მისი გამონათება, თუ რატომ კარგად ვერ შეისწავლეს მისი დიპლომი, როდესაც წელიწადნახევარია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე სხვა აქტორები მისგან ითხოვენ ცხად განმარტებას, რა ხდება მის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით და აქამდე კითხვა არ დაუსველებია ამ საკითხზე.

არ აცლიდა ადამიანებს კითხვის დასმას, აწყვეტინებდა, ერთვებოდა დისკუსიაში, რაც არ არის ნამდვილად ის ქცევა, რომელიც უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს. მე დამრჩა განცდა, რომ ბატონი შალვას იმ გამოცდილებით, რომელიც ჰქონდა ბატონ მამუკას, მის მოადგილეს, შეეშინდა კოალიციის კითხვების და გადაწყვიტა პიარსტრატეგია აერჩია, მოეგონებინა მიზეზი რის გამოც არ გასცემდა პასუხს. აქ არ არის საუბარი გიორგი მშვენიერაძის კითხვებზე, ეს არის კითხვები, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით სვამს კოალიცია. პასუხებსაც ელოდება არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ელოდება საზოგადოება“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.