„ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გასვლაზე „ნანტთან“ მოგება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან – 1:1. გიორგი მიქაუტაძემ კი სტუმართა შემადგენლობაში ისევ შეცვლაზე ითამაშა.
მე-19 ტურის დაპირისპირება „ლიონმა“ კარგად დაიწყო და მე-10 წუთზე დაწინაურდა: ნიკოლა ტალიაფიკოს გადაცემა ეფექტური დარტყმით ერნესტ ნუამამ დააგვირგვინა. „ნანტმა“ თამაშის გადარჩენა 90-ე წუთზე მუსტაფა მუჰამედის გოლით მაინც მოახერხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ მწვრთნელმა პიერ საჟიმ მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა, მაგრამ ადრინდელთან შედარებით ოდნავ ადრე – 64-ე წუთზე. გიორგიმ ლიგა 1-ში ბოლოს 15 დეკემბერს პსჟ-თან გაიტანა, მაგრამ ამჯერად ეს ვერ შეძლო.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 19 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 30 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე, ანუ კონფერენსლიგის ზონაშია.