გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „ბორდომ“ და „მეცმა“ ვერ მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში ზურიკო დავითაშვილისა და გიორგი მიქაუტაძის გუნდებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს და, სამწუხაროდ, მიზანს ვერცერთმა ვერ მიაღწია.

დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლიდერ „ლე ავრთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელშიც მე-15 წუთზე კაზიმირის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე „ბორდომ“ წონასწორობა ნსიმბას გოლით აღადგინა, მაგრამ მასპინძლებმა ქულა მაინც ვერ შეინარჩუნეს.

დავითაშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს, ორ წუთში კი სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს – „ბორდოს“ კარი უალიდ ელ-ჰაჯამმა აიღო და, საბოლოოდ, ქართველის გუნდმა, ლიდერთან ჩამორჩენის შემცირების ნაცვლად, მტკივნეული მარცხი განიცადა – 1:2.

„მეცის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში გიორგი მიქუტაძემ „როდეზის“ წინააღმდეგ მატჩში, სადაც ამირან სანაია და ნიკა ქუთათელაძე ირიცხებიან, მაგრამ მიმდინარე სეზონში არ უთამაშიათ.

საქართველოს ნაკრების თავადმსხმელმა, რომელიც პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, ამჯერადაც გაიტანა. გიორგიმ 63-ე წუთზე სტუმრებს გაუტანა და „მეცი“ დააწინაურა. მაგრამ მე-80 წუთზე სტუმრებმა რემი ბოისეს გოლით წონასწორობა აღადგინეს და მატჩი 1:1 დასრულდა. 74-ე წუთზე მიქაუტაძე გააფრთხილეს.

18 ტურის შემდგ „ბორდო“ 36 ქულით მე-3 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „მეცი“ (33) – მე-5 პოზიციაზეა. გიორგი მიქაუტაძეს რაც შეეხება, ქართველი ლეგიონერი 10 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე დაწინაურდა.