გიორგი მიქაუტაძემ გოლი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურის შეხვედრაში „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ „ნიორის“ კარში გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდმა მატჩის 42-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო, თუმცა მეტოქეს პასუხი სწრაფადვე გასცა. საჯარიმოში იუსეფ მაზიზის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი მიქაუტაძემ 45-ე წუთზე გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

ამჟამად „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში მესამე ადგილს იკავებს და „ნიორის“ დამარცხების შემთხვევაში 62 ქულით უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლაში დარჩება. მეორეადგილოსან „ბორდოს“ 65 ქულა აქვს.

მიქაუტაძემ უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა და, ჯამში, ლიგა 2-ში 21 გოლი დააგროვა. იგი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

„ნიორისა“ და „მეცის“ მატჩი შეგიძლიათ იხილოთ აქ: nakrebi.ge