გიორგი მიქაუტაძე - არ ვარ ერთადერთი, ვისი მეუღლეც სასამართლო სისტემაში მუშაობს
გიორგი მიქაუტაძე - არ ვარ ერთადერთი, ვისი მეუღლეც სასამართლო სისტემაში მუშაობს

არ ვარ ერთადერთი, ვისი მეუღლეც სასამართლო სისტემაში მუშაობს, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე კითხვას, მისი მეუღლის შესახებ, რომელიც დღეს საბჭომ საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ გაამწესა.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, მაშინ როდესაც მაია კვირიკაშვილის საკითხი კენჭისყრაზე დადგა, მას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

“ჩემი მეუღლესთან დაკავშირებით მიდმინარე პროცესებში ნამდვილად არ ჩავრეულვარ. არც შეფასებაშ,ი არც გასაუბრებაში და არც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია“, -განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ახდენს თუ არა გიორგი მოქაუტაძის მდივნის პოზიცია ირიბ გავლენას საბჭო სწევრებზე, როდესაც ისინიკენჭს უყრიდნე, მისი მეუღლის კანდიდატურას, გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის არ არის ერთადერთი, ვისი მეუღლეც სასამართლო სისტემაში მუშაობს.

დღეს იუსტიციის საბჭომ 34 მოსამართლე დანიშნა.