იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე დანიშნა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე დანიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კენჭისყრა დასრულდა. სულ გასაუბრება გაიარა 79-მა, თუმცა აქედან სამმა კანდიდატმა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვასილ მშვენიერაძემ, გიორგი არევაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლეა და ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საკუთარი კანდიდატურები უცნობი მიზეზის გამო მოხსნეს. ხოლო 19-მა კანდიდატმა, კენჭისყრაზე მოსახვედრად საჭირო კრიტერიუმები, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, კენჭისყრის ეტაპზე 57 კანდიდატი გადავიდა, საიდანაც თანამდებობაზე 34 გამწესდა.

მათგან 15 იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელია, 18 მოქმედი მოსამართლე, ერთი კი ყოფილი მოსამართლე.

მოსამართლეები, რომელთაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ, გამწესდებიან უვადოდ, ასეთი 19 მოსამართლეა, ხოლო სამ წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ.