გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატების განხილვა არ დაწყებულა
გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატების განხილვა არ დაწყებულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ამ ეტაპზე კონკრეტული კანდიდატების განხილვა არ მიმდინარეობს.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში კანონის შესაბამისად იმსჯელებს. ამ ეტაპზე, კონკრეტული კანდიდატების განხილვა არ მიმდინარეობს. ასეთ პროცესს არ ვადასტურებ. როდესაც ვიქნებით მზად ამ პროცესის დასაწყებად, აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, გიორგი მიქაუტაძის თქმით, ვერ დაადასტურებს ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი ან შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვის თაობაზე.

„ამ ეტაპზე ჩემს ინტერესებში არ შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა. არც რაიმე სახის კონსულტაციები ან განხილვა არ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებეით კონსულტაციებს მე არ ვადასტურებ, მე მონაწილეობა არ მიმიღია და არ მსმენია, ასეთი კონსულტაციების თაობაზე. კონკრეტულ კანდიდატურებზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

დატოვე კომენტარი