გიორგი მღებრიშვილი შესაძლოა, გიორგი გახარიამ შეცვალოს
გიორგი მღებრიშვილი შესაძლოა, გიორგი გახარიამ შეცვალოს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს.

გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.