გიორგი მღებრიშვილი - მეხანძრე-მაშველის პროფესია დღეს ერთმანეთზე ზრუნვის, გვერდში დგომის, მუდმივი მზადყოფნისა და მამაცობის სიმბოლოა
გიორგი მღებრიშვილი - მეხანძრე-მაშველის პროფესია დღეს ერთმანეთზე ზრუნვის, გვერდში დგომის, მუდმივი მზადყოფნისა და მამაცობის სიმბოლოა

12 ივნისი მეხანძრე-მაშველის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მღებრიშვილი განცხადებას ავრცელებს და მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს. მათი მამაცობა ყოველდღიურობად იქცა.

ბოლო წლებში, არაერთხელ ვიხილეთ როგორი თავდადებით ებრძვიან ცეცხლსა და სტიქიას.

როდესაც ვამბობთ, რომ მეხანძრე-მაშველი გმირია, ამ ფრაზის მიღმა კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული ისტორიებია. ასეთია 13 ივნისის გმირი, მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც შვიდი ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო ადიდებული წყლიდან გამოსვლა.

ჩემი პროფესია შენი გადარჩენაა – ეს ფრაზა დღეს ამ გმირებს აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე.

მეხანძრე-მაშველის პროფესია დღეს ერთმანეთზე ზრუნვის, გვერდში დგომის, მუდმივი მზადყოფნისა და მამაცობის სიმბოლოა.

მე ვამაყობ ჩვენი გმირებით. ისინი ჩვენი ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეები არიან.

მე დღეს ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ ადამიანების სამსახურში“, – წერს გიორგი მღებრიშვილი „ფეისბუქზე“.

დატოვე კომენტარი