გიორგი მღებრიშვილი - მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიები წელსვე გაუმჯობესდება
გიორგი მღებრიშვილი - მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიები წელსვე გაუმჯობესდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსებით, წელსვე მოხდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და სისტემის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

„საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვას მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაქსიმალური რესურსების მობილიზებას ახდენს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ დასავლური სტანდარტების ისეთი სამსახური, რომლის იმედიც ექნება საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის სტუმარს“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.