გიორგი მერებაშვილი - ერთხელ ჩვენც უნდა გავისროლოთ
გიორგი მერებაშვილი - ერთხელ ჩვენც უნდა გავისროლოთ

ერთა ლიგაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები ცნობილია – ლატვია, ყაზახეთი და ანდორა.

პირველ არხთან კომენტარი გიორგი მერებაშვილმა გააკეთა – საქართველოს ნაკრებისა და პოლონური პლოცკისვისლას“ შემტევ ნახევარმცველს „ჯვაროსნების“ წარმატებული გამოსვლის იმედი აქვს.

„რთული თამაშები გველოდება, იოლი მატჩი არცერთ მეტოქესთან არ გვექნება. ასე რომ, ძალიან მომზადებულები უნდა შევხვდეთ ყველა მატჩს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა შეხვედრა ფინალის ტოლი იქნება, ხოლო თითოეულ ქულას – ოქროს ფასი დაედება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ბარიერს დავძლევთ და დიდი ხნის ოცნებას ჩვენც ავიხდენთ და გულშემატკივრებსაც გავახარებთ – ერთხელ ჩვენც ხომ უნდა გავისროლოთ”, – ამბობს პირველ არხთან გიორგი მერებაშვილი.

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში უეფა-ს ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის პირველ კალათაში იყო განთესილი, ისევე როგორც ბელარუსი, მაკედონია და აზერბაიჯანი.

საქართველო მოხვდა I ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები არიან ლატვია, ყაზახეთი და ანდორა.

ერთა ლიგაზე გამოსვლას საქართველო ყაზახეთთან მატჩით დაიწყებს.