გიორგი მელაძე - ქოცებმა უნდა დაკარგონ მართვის უნარი, ხალხი ვერ უნდა დადიოდეს სამსახურებში, სამინისტროები უნდა გაჩერდეს, ავტობუსები თუ ვერ ივლიან, მეტრო არ ეყოფათ და გაიჭედებიან
ქოცებმა უნდა დაკარგონ მართვის უნარი, ხალხი ვერ უნდა დადიოდეს სამსახურებში, სამინისტროები უნდა გაჩერდეს, ავტობუსები თუ ვერ ივლიან, მეტრო არ ეყოფათ და გაიჭედებიან, – ამის შესახებ ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ავტობუსებიც გაიჭედება, თუ 100 კაცი ავა და ბოლო გაჩერებამდე აღარ ჩამოვლენ. სულ რამდენიმე ხაზია სტრატეგიული და დამთავრდა ქოცების სამსახურში სიარული; მეტროს პარალიზებაც შეიძლება, თუ სადგურზე ჩადის ადამიანი და უბრალოდ დგას. ყველა სადგურს ეყოფა 500 ადამიანი. შეუძლებელი გახდება გადაადგილება და შეფერხდება მიმოსვლა; სამინისტროს პარალიზება შეიძლება, თუ კანცელარიაში შევა უამრავი, ათასობით წერილი და განცხადება; მთავრობის პარალიზებაც შეიძლება, თუ მთავრობის შენობას დაიკავებს პროტესტი;
ყველაფერი შეიძლება და ისეთი პირი უჩანს, ყველაფერი მოხდება, რადგან სხვა გამოსავალი არ დატოვეს რუსული ინსტრუქციით მოქმედმა ქოცებმა.
რუსულ ინსტრუქციაში არ არსებობს კონსტრუქციული მოლაპარაკებები. ამიტომ ჩამოინგრევიან!“,- წერს მელაძე სოციალურ ქსელში.