გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდის პროექტებში მონაწილეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდის პროექტებში მონაწილეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ წარმატებული პროექტების წარმომადგენლები: ნინო ქადაგიძე-ჟვანია – ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი“ დამფუძნებელი; ნინო ცინცაძე – ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის „პორტიჯი“ დამფუძნებელი; ნინო კიკნაძე – ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დამფუძნებელი; რუსუდან ასათიანი – საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი; თამარ (იზა) ბექაური – კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.

აღნიშნული დაჯილდოება დღეს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიშის წარდგენისას შედგა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პროექტების მონაწილეები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქალბატონებს აქტიური მოღვაწეობისათვის და მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვა.