გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო მიიღო.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ის, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მანძილზე, ეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში, ADB- ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აღნიშნული ვიზიტი, შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან.

პრეზიდენტთან საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის სამომავლო გეგმებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. გამოითქვა ინტერესი, რომ ბანკი ჩაერთოს ავტობანებისა და საგანმანათლებლო პროექტებში.