გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა

20:30, 29.12.2017

გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს 56 წელი 24 დეკემბერს შეუსრულდა, თუმცა ქართველი კოლეგის მილოცვა ალიევის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

„თქვენი ხელმძღვანელობით აზერბაიჯანმა მიაღწია წარმატებულ განვითარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი, როგორც სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოება ჩვენი ხალხების ინტერესებშია“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

მარგველაშვილი ალიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და წარმატებას თქვენს მოღვაწეობაში, აზერბაიჯანის მეგობრულ ხალხს კი მშვიდობასა და პროგრესს“, – დასძინა მარგველაშვილმა.

მსგავსი