გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

გიორგი მარგველაშვილმა ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ზურაბ ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით შეამკო და სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის ორდენი ქვეყნის წინაშე კეთილშობილი მსახურების, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭა.

„პატრიოტიზმი საკუთარი ერის თავდავიწყებულ სიყვარულს ნიშნავს და არა სხვების სიძულვილს, პოლიტიკოსის მისია ერის გაერთიანებაა და არა ერთმანეთზე გადაკიდება და დაპირისპირება. ხელისუფლების მიზანი ერის მიზნისკენ გაერთიანებაა და არა მასების ბრბოებად გადაქცევა. ამ იდეალებს ახორციელებდა ზურაბ ჭავჭავაძე და მის ღვაწლს მივაგებთ პატივს, რომ ახალ თაობას მივცეთ მაგალითი, რა არის სამაგალითო პოლიტიკაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.