გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძეს ხვდება [ფოტო/ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძეს ხვდება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

აქციის მონაწილეები და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას გუშინ ითხოვდა.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.