გიორგი მარგველაშვილი - წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს
გიორგი მარგველაშვილი - წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს

წინასაარჩევნო კურიოზად ჩავთვალოთ, რომ „ქართული ოცნება“ უპარტიო კანდიდატს ასახელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, არც ის იყო რომელიმე პარტიის წევრი და მმართველი პარტია მხარს უჭერდა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი, როგორც ვხვდები, არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დააყენებს კანდიდატს, რადგან ამ კანდიდატმა ყველაფერზე, რაც ხუთი წლის განმავლობაში იყო – ვეტოს თუ გამოიყენებ, მტერი ხარ, სასახლეში თუ შეხვალ, მოღალატე ხარ, ხელი უნდა მოაწეროს და უნდა თქვას, რომ იქნება მორჩილი, ყველაფრის შემსრულებელი.

მინდა, ყურადღებით დააკვირდეთ, რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის. ზუსტად ასე, მე არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად, იმ კანდიდატმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხონ მნიშვნელოვან კითხვას -ხუთი წლის განმავლობაში მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემ გვერდით იდგა არჩევნებში, რომ მეუბნებოდა, ყველაფერზე ხელი უნდა მომეწერა, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი დაიწყო არჩევნები, კურიოზული სიტუაციები წარმოიშვა.

„გეგონება,  უპარტიო კანდიდატი ახალი ფორმატია. აბა, მე ვინ ვიყავი, უპარტიო კანდიდატი არ ვიყავი, რომელსაც ხუთი წელიწადი იმას აყვედრიდნენ, რომ თურმე „ქართული ოცნება“ რასაც იტყვის, იმ დღის წესრიგისთვის უნდა დამეჯერებინა? ეს ჩავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად, რომ უპარტიო კანდიდატს ასახელებს „ქართული ოცნება“. ან არის პარტიის კანდიდატი, ან არ არის. ზუსტად ასე ვიყავი მეც უპარტიო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.