გიორგი მარგველაშვილი - უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა სასწრაფოდ უნდა შეიქმნას და დახვდეს ახალ პრეზიდენტს
გიორგი მარგველაშვილი - უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა სასწრაფოდ უნდა შეიქმნას და დახვდეს ახალ პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ განცხადება ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უშიშროების საბჭოს გაუქმება, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორებისგანაც პრობლემად არის აღიარებული.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უსაფრთხოების კუთხით.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, სასწრაფოდ შესრულდეს ის დაპირება, რომ უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა შეიქმნებოდა. ეს სტრუქტურა უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

დატოვე კომენტარი