გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს.

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ სომეხმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა, რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობას ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.