გიორგი მარგველაშვილი – შენი მოკავშირეები აჩვენებენ, ვინ ხარ შენ – დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია

20:52, 29.05.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარებას“ „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მკვლელობით.

„შენი მოკავშირეები აჩვენებენ იმას, თუ ვინ ხარ შენ. დღეს რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმია, რომელიც ცნობილია ქიმიური იარაღით ბავშვების მკვლელობით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

https://twitter.com/MargvelashviliG/status/1001504074389475328

მსგავსი