გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ ყოფილა ცივი ომი, ამ ომს ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არ ყოფილა ცივი ომი, ამ ომს ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები

საქართველოში როცა მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ეს ომი აქ არ იყო ცივი, ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ საშინელ ღამეს, როცა ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. როცა საუბარია იმის თაობაზე, რომ ცივი ომი დასრულდა მშვიდად, მინდა ყველას გავახსენო, რომ აქ, საქართველოში როცა მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მათ შორის ამ ქალებისა და ბავშვების და ეროვნული მოძრაობის, ეს ომი აქ არ იყო ცივი. ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა მათ, რომ თავისუფალი ვართ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.