გიორგი მარგველაშვილი - საქართველო აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გახდეს ნატო-ს წევრი
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გახდეს ნატო-ს წევრი

საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა. პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტისას „ამერიკის ხმასთან“ ბრიუსელში ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე და ამ სამიტში საქართველოს როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბრიუსელის სამიტისგან საქართველო მისი წარმატებული პარტნიორობის აღიარებას ელოდება.

„ბრიუსელის სამიტიდან საქართველო მოელის იმას, რომ მოხდება ძალიან წარმატებული პარტნიორობის აღიარება, რაც ნატო-მ და საქართველომ განვლეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენი ამბიცია არის ძალიან ნათლად დაფიქსირებული. გვაქვს ყველა მექანიზმი, საქართველო ყველა მოთხოვნაში, რაც ნატო-სგან არსებობს, არის საუკეთესო ასპირანტთა შორის, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. არის ფორმატი, რომ ნატო არის კოლექტიური გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურა, ნატო-ს გარდა, ჩვვენ სხვა უსაფრთხოების არჩევანი არ გაგვაჩნია.

ნატო-ს გვიფიქსირებს ჩვენ შემდეგ პროცედურულ დინამიკას – ჩვენ აუცილებლად MAP-ის გავლით უნდა გავხდეთ ალიანსის წევრები. ჩვენი ამბიცია არის წევრობა და MAP-ი არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.