გიორგი მარგველაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია
გიორგი მარგველაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, შესაბამისად, კონსულტაციები არც ერთ პარტიასთან არ მქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ საკითხზე გადაწყვეტილება თვითონ არ მიმიღია, გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, არანაირი შეთავაზებები არ ყოფილა. ჩემთვის გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის მე შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო. რამდენად არის საინტერესო ჩემთვის ოპოზიციური პარტიები, მითუმეტეს განსხვავებული სპექტრის ოპოზიციური პარტიები, მათი შეხედულებები, მათი წინა პოლიტიკური საქმიანობა, ამის თაობაზე ჩვენ შეგვიძლია მერე, უფრო დეტალურად ვისაუბროთ. მაგრამ ჯერჯერობით კონსულტაცია არავისთან არ ყოფილა, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადაწყვეტილება მე თვითონ არ მაქვს მიღებული. ბუნებრივია, კონსულტაციები ამ კონტექსტში, როდესაც არაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შინაარს აბსოლუტურად მოკლებულია”, -აღნიშნა პრეზიდენტმა.