გიორგი მარგველაშვილი - სახალხო დამცველის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია გამოხატავს კულტურას, რომლითაც ვაფასებთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს
გიორგი მარგველაშვილი -  სახალხო დამცველის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია გამოხატავს კულტურას, რომლითაც ვაფასებთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს

დროსა და სივრცეში სრულიად გაბნეული პოლიტიკური კამპანია, რომელიც წარმოებდა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, არის ასევე სახელმწიფო კულტურის გამოხატულება, რომლითაც ჩვენ ვაფასებთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის მიესალმება მმართველი გუნდის პოზიციას, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევის დროს, სამოქალაქო საზოგადოების აზრს გაითვალისწინებენ.

„დასაფასებელია, როდესაც მმართველი პარტია ხედავს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა უნდა იყოს ინიცირებული სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან“, – გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოებასაც მიმართა და შეახსენა, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრიათ.

„უნდა ვიყოთ გულწრფელები, ანგარიში არ გავუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად, ნათელი გზავნილი მისცეთ როგორც მმართველ პარტიას, ასევე საზოგადოებას, ვინ მიგაჩნიათ, რომ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშვთა, პოლიტიკურ ძალთა და მედიის უფლებებს საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ტვირთია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოქმედ სახალხო დამცველს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

დატოვე კომენტარი