გიორგი მარგველაშვილი - ქართველი სამხედრო, რომელიც საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობას ემსახურებოდა, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს
გიორგი მარგველაშვილი - ქართველი სამხედრო, რომელიც საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობას ემსახურებოდა, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს

ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში, მოიტაცეს და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსენთან  შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„მინდა დავიწყო ძალიან სამწუხარო ცნობით – ჩვენი მებრძოლი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს.

ის იყო ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს.

მოხარული ვარ, თქვენ ხართ აქ და ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მადლობა შთამბეჭდავი მხარდაჭერისათვის, რომელიც დანიას წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ აქვს. როგორც მე ვიცი, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგრძელდება და გაუმჯობესება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სუს-ის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს. ის 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.