გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო მდივანს დღეს წარადგენს 

11:29, 09.01.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო მდივანს დღეს წარადგენს.

საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ორი კანდიდატი სახელდება , „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

გიორგი მარგველაშვილი ახალ საპარლამენტო მდივანს 15:00 საათზე დაასახელებს.

აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ანა დოლიძე პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა.

მსგავსი