გიორგი მარგველაშვილი პატრიარქსა და საქართველოს მოსახლეობას ილიაობას ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი პატრიარქსა და საქართველოს მოსახლეობას ილიაობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს მოსახლეობას ილიაობას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულ ილიაობას – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს. თქვენო უწმინდესობავ, წყალობა და მფარველობა არ მოკლებოდეს თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. სიმხნევესა და ჯანმრთელობას გისურვებთ ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.