გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად თურქეთიდან გაემგზავრა 
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად თურქეთიდან გაემგზავრა 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეთაურობით ქართული დელეგაცია ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ანკარადან გაემგზავრა.

პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

საქართველოს პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა თურქ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ცერემონიაზე, რომელსაც ოცზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა, ქართულმა დელეგაციამ პარტნიორებთან კომუნიკიაციისას ნატო-ს სამიტის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.