გიორგი მარგველაშვილი - ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ დავით უსუფაშვილს შევხვდები
გიორგი მარგველაშვილი - ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ დავით უსუფაშვილს შევხვდები

ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ ბატონ დავითს შევხვდები, ეს მას ტელეფონით ვუთხარი, – ამის შესახებ საქარველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის მიმართვასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

„აზრებს გავუცვლით ერთმანეთს. გავივლი კონსულტაციებს. კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ ჩვენს ქვეყნას მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერები, ამის თაობაზე მე ბატონ დავითს გუშინაც ტელეფონზე ვესაუბრე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს ახალი ცენტრისტული პოლიტიკური ძალის შექმნას სთავაზობს.