გიორგი მარგველაშვილი - ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლების მიმართ და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები
გიორგი მარგველაშვილი - ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლების მიმართ და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლების მიმართ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტში უკვე არის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

„ამ თემაზე დღეს არ გვისაუბრია. პოზიცია მე უკვე დავაფიქსირე. მე მიმაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლების მიმართ. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები. ჩვენ ვივიწყებთ იმ ფაქტს, რომ პარლამენტში უკვე დევს კანონპროექტი. ახლა იმ დისკუსიით, რასაც მთელი დღეა ვისმენ, ჩვენ უკვე მიღწეულ საკითხს გვერდზე ვწევთ და ვიწყებთ სხვა საკითხების განხილვას. ეს არასწორი მგონია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.