გიორგი მარგველაშვილი – მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით

13:51, 02.05.2018

ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით. ასევე, დადებითად აფასებს სტარტაფებისა და ინოვაციების ხელშეწყობის პროგრამას.

„ბიზნესის მიმართულებითაც ჩვენ შევძელით და წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯია.

ასევე მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით და ესეც გვაჩვენებს, რომ გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯი. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი