გიორგი მარგველაშვილი - მივეცი ხმა ჩემს უბნელს
გიორგი მარგველაშვილი - მივეცი ხმა ჩემს უბნელს

მივეცი ხმა ჩემს უბნელს, ოპოზიციურ ცვლილებებს და იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა, ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დათმობს თუ არა ძალაუფლებას „ოცნება“, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყოველთვის დათმობს, როდესაც იქნება ხალხის ნება.

„ბოლო 25 წელიწადია, ერთსა და იმავე კომენტარს ვაკეთებ. ყოველთვის დათმობს, როდესაც იქნება ურყევი ხალხისა და საზოგადოების ნება, ყველა თმობდა და ყველა დათმობს, რადგან ღვთის მადლით, საქართველოში უზენაესი არის საქართველოს მოქალაქის ნება და ეს გამოიხატება ხოლმე. მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, თავისი მოქალაქეობრივი ვალი ძალიან მტკიცედ დააფიქსირონ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.