გიორგი მარგველაშვილი - მინდია გოგოჭურის დაჭრაზე ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები გვაწვდით
გიორგი მარგველაშვილი - მინდია გოგოჭურის დაჭრაზე ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები გვაწვდით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რასაც ჟურნალისტები ავრცელებენ.

„ვერაფერს მოგახსენებთ ამ საკითხის თაობაზე. მეც ის ვიცი, რასაც ჟურნალისტები გვაწვდით ინფორმაციას. დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური გვიან ღამით დაჭრეს.