გიორგი მარგველაშვილი - ინტენსიურ კომუნიკა​ციაში ვარ პოლიტიკურ პარტიებთან, ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვების, სტრატეგიის შესახებ
გიორგი მარგველაშვილი - ინტენსიურ კომუნიკა​ციაში ვარ პოლიტიკურ პარტიებთან, ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვების, სტრატეგიის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ ჩამოყალიბებული მრგვალი მაგიდის საკონსულტაციო ფორმატი დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს სახავს და უნდა შენარჩუნდეს ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.

„ახლა ვიმყოფები ინტენსიურ კომუნიკა​ციაში პოლიტიკურ პარტიებთან. ვიღებ ინფორმაციას მათი ხედვების, მათი სტრატეგიის შესახებ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ის პოლიტიკური მრგვალი მაგიდა, რომელიც გაერთიანებულია უკეთესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გამოშვების თემის ირგვლივ, უნდა იყოს შენარჩუნებული, ვიდრე ეს მიზნები არ იქნება მიღწეული. ეს მაგიდა სახავს პოლიტიკურ დღის წესრიგს, ამ მაგიდის გარეთ მე ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ დინამიკას, რომელშიც ვინმე სერიოზულად უნდა ჩაებას. ჩემი პოზიცია ისევ ამ მაგიდის გაძლიერების ირგვლივ არის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის ამოსავალი წერტილია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგად ყველა პარტია მიღებული ხმების შესაბამის მანდატებს მიიღებს.

„ჩემი ინტერესი არის საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომლის ძირითადი ხაზგამსმელი პრინციპი არის შემდეგი – ყველა პარტიამ უნდა აიღოს იმდენი, რამდენ მხარსაც უჭერს მოსახლეობა, არც არავის უნდა მოაკლდეს და არც არავის დაემატოს. მოპარვის, ან ჯიბეში ჩადების შედეგად დემოკრატია ვერ შედგება. ეს არის ამ მრგვალი მაგიდის მთავარი მიზანი და ამიტომ ვუჭერ ამ გაერთიანებას მხარს. ამ მაგიდასთან სხედან ის პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებენ ალტერნატიული დაბალანსებული საარჩევნო სისტემის შემოთავაზებას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.