გიორგი მარგველაშვილი - გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ
გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“ განაცხადა.
„გუშინდელი საღამოს ვითარებისთვის მე მადლობა მინდა სპეციფიურად ვუთხრა პატრულის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავის მისიას ასრულებდნენ – არ მომხდარიყო დაპირისპირება ორ აქციას შორის. მადლობა ვუთხრა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მათ ევალებოდათ და შეასრულეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
აქციები თბილისში, პარლამენტის წინ 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა. ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა. უსაფრთხოებისა და ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებული იყო პოლიცია და შესაბამისი სპეცტექნიკა. აქცია გვიან ღამით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.