გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

17:56, 23.10.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელიც ქვეყანაში გამართულ არჩევნებს 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს OSCE/ODIHR-თან და ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტიან ფუნქციონირებაში.

შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს.

მსგავსი