გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება არასამთავრობოების პათოსს, რომლებიც თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ
გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება არასამთავრობოების პათოსს, რომლებიც თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება საზოგადოების ნაწილის იმ პათოსს, რომელსაც აქვს აბსოლუტურად მყარი ლოგიკური არგუმენტაცია, როცა თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრთან მიმართებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა აბსოლუტურად ნათლად დააფიქსირეს პოზიცია.

„ჯერ ეს ერთი, ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე რასაც ვუყურებდი, არასამთავრობო ორგანიზაციებს სადაც დაუძახებდნენ, მაგალითად, არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში, ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამასა აწიეს, თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი ხელისუფლებასთან არის სწორი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.