გიორგი მარგველაშვილი - ერთი კომისია მამასისხლად რომ იყოს ქვეყანაში, კარგი იქნებოდა
გიორგი მარგველაშვილი - ერთი კომისია მამასისხლად რომ იყოს ქვეყანაში, კარგი იქნებოდა

ერთი კომისია მამასისხლად რომ იყოს ქვეყანაში, კარგი იქნებოდა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა.

„აქ ბევრი საკითხია, როგორც პროკურატურის, ასევე ცალკე საგამოძიებო ორგანოს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის საკითხი. შექმნიან თუ არა კომისიას, ეს პარლამენტის შიდა საქმეა, უბრალოდ ერთი კომისია მაინც მამასისხლად რომ იყოს, კარგი იქნებოდა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარტია “ევროპული საქართველო” ითხოვს.

დატოვე კომენტარი