გიორგი მარგველაშვილი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს
გიორგი მარგველაშვილი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს. განცხადების თემას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.