გიორგი მარგველაშვილი - დაცვა გამიუქმეს, რაც გზააბნეული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
გიორგი მარგველაშვილი - დაცვა გამიუქმეს, რაც გზააბნეული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას დაცვა გაუუქმეს. ამის შესახებ მარგველაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„გუშინ მომიწია, გულითადი მადლობის თქმა ჩემი პირადი დაცვის წევრებისთვის შესანიშნავი სამსახურისთვის და მათთან გამომშვიდობება – ეს საუკეთესო თანამებრძოლების გუნდია.

ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – წერს გიორგი მარგველაშვილი.

გასულ წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

დატოვე კომენტარი