გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა

ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. ამიტომ ყველამ, და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის.

ჩვენ ისე უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ, ისე რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი ღირებულება – ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.