გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ უნდა კვდებოდეს
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ უნდა კვდებოდეს

ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ უნდა კვდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე განაცხდა.

გიორგი მარგველაშვილმა ია კერზაიას გარდაცვალებაზე ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„დემოკრატიულ პროცესს – არჩევნებს, რომელიც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს, რადგან ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესთან არის დაკავშირებული, დაედო ძალიან მძიმე ტვირთი, მასწავლებელი ქალბატონის, ია კერზაიას გარდაცვალებით. ჩვენი საარჩევნო პროცესის დროს არავინ უნდა კვდებოდეს. ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი, ის, ვისაც ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი თაობა იქნება თავისუფლების, პატრიოტიზმის, შემწყნარებლობის სულისკვეთებით, ეს ადამიანი არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, რომ ერთი წამით არ ვიყოთ კმაყოფილი იმ დიდი მიღწევებით, რომელიც ამ დარბაზში შეკრებილმა ადამიანებმა, ჩემმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.