გიორგი მარგველაშვილი – ჩემთვის შთამბეჭდავი იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან

18:31, 12.07.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას და ნატო-ს სამიტის შედეგებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აფასებს.

„ჩემთვის შთამბეჭდავი იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი კონტრიბუციებით უნდა გავაძლიეროთ ნატო. საქართველო რჩება ალიანსის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორად“, – წერს მარგველაშვილი.

მსგავსი