გიორგი მარგველაშვილი - ჩემთან ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ ფიქსირდება და დანარჩენი, ვის რას ეუბნება, მე ვერ გიპასუხებთ
გიორგი მარგველაშვილი - ჩემთან ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ ფიქსირდება და დანარჩენი, ვის რას ეუბნება, მე ვერ გიპასუხებთ

ვინმეს უთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემზე გავლენას ახდენს და მმართავს? ჩემთან ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ ფიქსირდება და დანარჩენი, ვის რას ეუბნება, მე ვერ გიპასუხებთ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით გიორგი მარგველაშვილმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი.

„მე რომ გითხრათ, რომ ბიძინა ვიღაც ჭიჭიკო ბენდელიანს ურეკავს, ჭორი ხომ იქნება? ვიღაცებზე ხომ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათზე გავლენას ახდენს? ჰოდა, იმათ უნდა ჰკითხოთ, ახდენს თუ არ ახდენს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.